Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონფისცირებულია უკრაინის გემი, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა


ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის გემი “აკორდი” კონფისცირებულია, მისი 11 მეზღვაური კი გათავისუფლებულ იქნა გირაოს გადახდის შემდეგ. “აკორდი” მიმდინარე წლის ივნისში ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც არღვევს “კანონს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივნის ალექსანდრ დიკუსაროვის ინფორმაციით, “აკორდი” ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმყოფება, ეკიპაჟი ხომალდზეა, თუმცა, ქართულ მხარეს მისთვის ნაპირზე გადასვლის შეზღუდვები არ დაუწესებია. “ეკიპაჟი უზრუნველყოფილია წყლითა და საკვებით. დღეს ფოთში ჩადის გემის მფლობელის წარმომადგენელი და გადაწყდება გემზე ეკიპაჟის ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი”, - განაცხადა დიკუსაროვმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად უკრაინა დიპლომატიურ ღონისძიებებს ახორციელებს.
XS
SM
MD
LG