Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში დემონსტრანტების დაკავების გამო


თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში 31 ივლისს გამართული დემონსტრაციის 100-მდე მონაწილის დაკავების გამო. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთში შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივან მაიკ ჰამერის განცხადებით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მიუთითებს უნივერსალური ღირებულებების, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, დაცვის მნიშვნელობაზე და იმ გარემოებაზე, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვას უზრუნველჰყოფს რუსეთის კონსტიტუცია, ისევე როგორც საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც რუსეთის მიერ არის ხელმოწერილი. დემონსტრაციებით, რომლებიც რუსეთში 31 რიცხვში იმართება ხოლმე, გამიზნულია რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვა. ამ მუხლით საჯაროდ შეკრების უფლება არის უზრუნველყოფილი. მოსკოვში შაბათს, 31 ივლისს გამართულ დემონსტრაციაზე მილიციამ ოპოზიციის ლიდერი, ბორის ნემცოვიც დააპატიმრა. გუშინ ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნემცოვი და ყველა ის პირი, ვინც მასთან ერთად გაუმართლებლად დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG