Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში წყალდიდობებმა სამ მილიონამდე ადამიანი დააზარალა, დაღუპულების რიცხვი 1400-ს აღემატება


გაეროს ინფორმაციით, პაკისტანში წყალდიდობებმა სამ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, 1400-ს გადააჭარბა მუსონური წვიმებით გამოწვეული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულების რიცხვმა. ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში მთელი სოფლებია განადგურებული. ჰუმანიტარულ დახმარებაზე წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავს. დაზარალებულებს ეხმარებიან ისლამისტური საქველმოქმედო ჯგუფებიც, რომელთა ნაწილიც, ცნობების თანახმად, ექსტრემისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამ გარემოების გამო პაკისტანის მთავრობისაგან მოითხოვენ, აჩვენოს, რომ ვითარებაზე კონტროლს ინარჩუნებს. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი პაკისტანს 10 მილიონამდე დოლარის დახმარებას დაჰპირდა, საწყის ეტაპზე ასევე 10 მილიონ დოლარს გამოჰყოფს შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG