Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა


ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთში მდებარე ქალაქ კუტში ორი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 31 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებები ქალაქის ცენტრალურ ბაზარში მოეწყო. სხვა ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდის" წევრმა ექსტრემისტებმა ხუთი ერაყელი ჯარისკაცი მოკლეს ბაღდადის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან და "ალ-ყაიდის" შავი დროშა აღმართეს, ვიდრე მიმალებოდნენ. ბოლო ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორედ მოხდა, რომ ტერორისტულ ქსელ "ალ-ყაიდის" დროშა იქნა აღმართული თავდასხმის ადგილას. ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი აპირებს, გეგმის შესაბამისად, 31 აგვისტოს დაასრულოს ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისია.
XS
SM
MD
LG