Accessibility links

logo-print

”ბრიტიშ პეტროლიუმი” მექსიკის ყურეში მიღწეულ ”სასურველ შედეგზე” აცხადებს


კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი” აცხადებს, რომ მისმა მცდელობამ მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვა შეეჩერებინა, ”სასურველი შედეგი” მოიტანა. კომპანიის განცხადების თანახმად, ჭაბურღილში წნევა სტაბილიზებულია და ახლა მძიმე საბურღი სითხის - ”საბურღ ტალახად” ცნობილი მასის ჩატუმბვის შემდეგ კონტროლდება. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ”ბი-პი”-ს ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად მექსიკის ყურეში მილიონობით ბარელი ნავთობი ჩაიღვარა.
XS
SM
MD
LG