Accessibility links

პაკისტანის მთავრობა კრიზისიდან გამოსავალზე მსჯელობს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის წევრებთან საგანგებო სხდომას მართავს. ჰუმანიტარული კატასტროფა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს მოსალოდნელმა შტორმმა. პაკისტანის მთავრობა კი უკვე არსებული ზარალის დათვლას ცდილობს. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბოლო 80 წლის მანძილზე პაკისტანში ყველაზე დიდი წყალდიდობა მოხდა, რომელმაც სამი მილიონი ადამიანი დააზარალა. დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა. მილიონამდე ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა. პაკისტანის არმიის გენერალ მაიორი ათარ აბასი აცხადებს, რომ წყალდიდობის შედეგად კომუნიკაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის სამაშველო ოპერაცია ”თითქმის დასრულებულია”.
XS
SM
MD
LG