Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა სანქციები ზოგიერთ ევროპულ კომპანიასაც დაუწესა


აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ევროპული კომპანიების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანის ხელისუფლებისთვის წარმოადგენენ საშუალებას თავი აარიდოს მის მიმართ დაწესებულ სანქციების. აშშ ფინანსთა სამინისტრომ დაასახელა 21 კომპანია და ამერიკულ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აუკრძალა. 21-დან 13 კომპანია ევროპაშია, ამათგან 9 - გერმანიაში, ორი ბელორუსიაში და თითო-თითო ლუქსემბურგსა და იტალიაში.. ერთ-ერთი კომპანია იაპონიაშია და დანარჩენი ირანში. ეს კომპანიები დაკავებული არიან საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, წიაღიესულის მოპოვებისა და საინჟინრო საქმიანობით.
XS
SM
MD
LG