Accessibility links

logo-print

უმაროვი ახალ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ არ გადადგება


ინტერნეტით გავრცელდა ახალი ვიდეო, რომელიც შესაძლოა ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერ დოკუ უმაროვს ეკუთვნოდეს. ვიდეო www.kavkazcenter.com-ზეა განთავსებული. მასში ნაჩვენებია კაცი, რომელიც თავს დოკუ უმაროვს უწოდებს და რომელიც ამბობს, რომ წინა ვიდეო, რომლის მიხედვითაც უმაროვი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგომის შესახებ აცხადებდა - ფაბრიკაციაა. კაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების გამო პოსტის დატოვებასაც ვერ შესძლებს.
XS
SM
MD
LG