Accessibility links

logo-print

კოკოითიმ რუსეთის არმიის პოლკოვნიკი თავდაცვის მინისტრად დანიშნა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა დღეს თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი ედუარდ კოკოითიმ იური ტანაევის ნაცვლად 27 ივლისს დანიშნა. იახნოვეცის წარდგენისას კოკოითიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკის არმიის მომზადების დონე გაიზრდება, შეიარაღებული ძალების რეფორმირების შედეგად დათხოვნილი სამხედროები კი, უყურადღებოდ არ დარჩებიან. თავის მხრივ, იახნოვეცმა, რომელიც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დაზვერვას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ სურს შექმნას მობილური არმია და თავდაცვის კომპაქტური სამინისტრო, რომელიც ამოცანებს სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს.
XS
SM
MD
LG