Accessibility links

კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. სააკაშვილის განცხადებით, 2 წლის წინანდელი თავდასხმა მოსალოდნელიც იყო და საკმაოდ მოულოდნელიც. მისივე თქმით, ქვეყანა საკუთარი გმირებით ამაყობს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, შეიარაღებული ძალების თავგანწირვის შედეგად, რუსეთმა მთავარ მიზნებს ვერ მიაღწია - ვერ დაამხო საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, ვერ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ვერ მიაღწია საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას და ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას და ვერ აღადგინა საბჭოური გავლენის სფერო.
XS
SM
MD
LG