Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალმა პეტრეუსმა წარმოადგინა წესები ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა დღეს წარმოადგინა წესები, რომლებიც სამოქალაქო მოსახლეობაში მხსვერპლის თავიდან აცილებას ემსახურება. სამოქალაქო პირების დაღუპვის თავიდან აცილება მიჩნეულია გადამწყვეტ ფაქტორად ავღანეთში მეამბოხეებთან ბრძოლაში წარმატების მოსაპოვებლად. ახალი წესებით, სამხედრო ხელმძღვანელებმა, თუ საქმე თავდაცვას არ ეხება, ოპერაციის დაწყებამდე უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ადგილზე არ იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები. ნატოს განცხადებით, პეტრეუსი მიზანშეწონილად მიიჩნევს ასევე ყველა ოპერაციის დროს თანამშროbლობას ავღანელ ჯარისკაცებთან. პეტრეუსი 4 ივლისიდან მუშაობს ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს სარდლის პოსტზე, რომელზეც მან გენერალი სტენლი მაკკრისტალი შეცვალა.
XS
SM
MD
LG