Accessibility links

logo-print

ისრაელი ნებისმიერ თავდასხმაზე მკაცრი პასუხის გაცემით იმუქრება


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ლიბანსა და მოძრაობა „ჰამასს“ აკისრებს პასუხისმგებლობას მიმდინარე კვირაში განხორციელებულ იერიშებზე და თავდასხმების საპასუხოდ მომავალშიც აპირებს ძალის გამოყენებას. ნეთანიაჰუმ ტელევიზიით ნაჩვენებ გამოსვლაში განაცხადა, რომ ისრაელი ძალას გამოიყენებს მისი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ ნებისმიერი იერიშის საპასუხოდ. სამშაბათს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა ოთხი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცერი. ხოლო წინა დღით, ორშაბათს, ეგვიპტიდან სარაკეტო იერიშები განხორციელდა ისრაელისა და იორდანიის ნავსადგურებზე. დაიღუპა ერთი ადამიანი იორდანიაში. ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს იერიში პალესტინელების ისლამისტურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა.
XS
SM
MD
LG