Accessibility links

რუსეთში 48-მდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ხანძრებმა, რომლებმაც ტყეები და სოფლები გაანადგურა, 48 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო, რომელიც კვირების მანძილზე ირწმუნებოდა, რომ ხანძრებს აკონტროლებდა, ახლა აღიარებს, რომ ხანძრების ნაწილი კონტროლს არ ექვემდებარება. ყოველ დღე ხანძრის ასობით ახალ კერას აღრიცხავენ. რუსეთში სარეკორდოდ მაღალი ტემპერატურები იზომება, რაც ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას რუსეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში. ათიათასობით ჯარისკაცი და მოხალისე ეხმარება 10 000-მდე მეხანძრეს ათამდე რეგიონში, რომელთა ნაწილშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG