Accessibility links

logo-print

გაერომ ერაყს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა


გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. 7 მარტის არჩევნების შემდეგ, ვერც ექსპრემიერ იადა ალაუის გამარჯვებულმა ბლოკმა და ვერც მეორე ადგილზე გასულმა შიიტურმა ბლოკმა, რომელსაც სათავეში მოქმედი მთავრობის მეთაური ნური ალ მალიკი უდგას, ვერ შეძლეს სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკება. გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ედა მალკერტის შეფასებით, ქვეყანა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და მოლაპარაკებების შეფერხება ერაყში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს მისცემს მხოლოდ ხელს.
XS
SM
MD
LG