Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა


რუსეთის პრეზიდენტმა ხანძართან ბრძოლის საქმეში წარუმატებლობისა და შესაბამისად, მოსკოვის მახლობლად ვისოცკის სამხედრო-საზღვაო ბაზის განადგურების გამო თანამდებობიდან თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შვებულების შეწყვეტისა და ხანძრის გამო მოსკოვში დაბრუნების შესახებ განაცხადა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ხანძრის 300-მდე კერა ჩააქრეს, თუმცა ამავდროულად 400-მდე ახალი კერა გაჩნდა. 500 ძველი ხანძარი ისევ მძვინვარებს, მათი ნაწილი კონტროლს არ ექვემდებარება. უკანასკნელი ცნობით, ხანძარმა 48 ადამიანი იმსხვერპლა, კემეროვოს ოლქში დაიღუპა 2 მეხანძრეც. უსახლკაროდ დარჩა 3 500-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG