Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებული გობოზოვის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


დღეს ვლადიკავკაზში საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებულის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ედუარდ გობოზოვის სასამართლო პროცესი გაიმართება. ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე ედუარდ გობოზოვი საქართველოს სპეცსამსახურების რეზიდენტის დავალებით სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციებს ქართულ მხარეს, გასამრჯელოს სანაცვლოდ, გადასცემდა. შპიონაჟის ბრალდება, რუსეთის კანონმდებლობით, 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG