Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BP მექსიკის ყურეში ავარიული ხუფის დაცემენტებას შეუდგა


კონცერნი BP მექსიკის ყურეში ავარიული ხუფის დახშობის მიზნით, მის დაცემენტებას შეუდგა. კომპანიას ნებართვა ამის თაობაზე ავარიულ სამუშაოებზე პასუხისმგებელმა, გადამდგარმა ამერიკელმა ადმირალმა ტედ ალენმა მისცა. ხუფის დაცემენტება, თავის მხრივ, მისი კონსერვაციის სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ ყურეში წყლის გაწმენდა ნავთობის დიდი ნაწილისაგან უკვე მოხერხდა. ნავთობის გაჟონვასთან ბრძოლა 3 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მექსიკის ყურეში ათობით ათასი ტონა ნავთობი ჩაიღვარა, დაბინძურდა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატის სანაპირო.
XS
SM
MD
LG