Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი დროებით აკრძალოს


რუსეთმა მომავალი კვირიდან, შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი დროებით აკრძალოს - ეს ინფორმაცია სააგენტო ინტერფაქსმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე არსებობს. გვალვის გამო, რუსეთის მიერ ექსპორტის შესაძლო შემცირებამ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი უკვე გააძვირა, რამაც სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, გარკვეული პანიკა გამოიწვია. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო ძირითადად, სწორედ რუსული ხორბლის მომხმარებელია.
XS
SM
MD
LG