Accessibility links

logo-print

ნიკარაგუის პრეზიდენტი 20 სექტემბერს ცხინვალში ჩასვლას აპირებს


ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავის აღნიშვნას, ცხინვალში 20 სექტემბერს აპირებს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სააგენტო რია-ნოვოსტის აცნობა, რომ ლათინურ ამერიკაში ამასწინანდელი ვიზიტისას, ნიკარაგუის და ვენესუელის პრეზიდენტები ცხინვალში მიიწვია. კოკოითის განცხადებით, ორტეგასგან განსხვავებით ცხინვალში ჩასვლას ვერ შეძლებს ჩავესი, რადგან სექტემბერში, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნებია. ედუარდ კოკოითის თქმით, 20 სექტემბერს ცხინვალში დაგეგმილ ზეიმში მონაწილეობას აპირებს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელიც მან ვენესუელაში ვიზიტისას დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG