Accessibility links

logo-print

მედვედევი: ”2 წლის წინ მოსკოვმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვა”


საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტს და რუსეთის მოქმედების მართლზომიერებას, პრესის თანდასწრების გარეშე საუბრისას, ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი აღიარებს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მოსკოვში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მედვედევმა დასძინა, რომ სხვადასხვა მოსაზრების გამო, ზოგიერთი პარტნიორი მსგავს შეფასებებს საჯაროდ თავს არიდებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2 წლის წინ მოსკოვმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც სწორი იყო და ამ გადაწყვეტილებამ საკუთარი ეფექტურობა დაამტკიცა. დღეს პრეზიდენტმა მედვედევმა კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლებიდან პრეზიდენტ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, რუსეთი მზად არის საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობა აღადგინოს.
XS
SM
MD
LG