Accessibility links

logo-print

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე მოწმის სახით სუპერმოდელი ნაომი კემპბელი დაკითხეს


ჰააგაში განთავსებულ სამხედრო ტრიბუნალს, რომელიც სიერა ლეონეში 1991-2002 წლების სამოქალაქო ომის დანაშაულებს განიხილავს, დღეს მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრიტანელმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა. მან განაცხადა, რომ საჩუქრად მიიღო პატარა ქვები, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრილიანტები მას შემდეგ, რაც 1997 წელს დაესწრო ვახშამს, რომელზეც ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორიც იყო მიწვეული. ტეილორს სამხედრო დანაშაულების ბრალდებები აქვს წაყენებული. პროკურორების განცხადებით, ტეილორი სიერა-ლეონელი მეამბოხეების არმიას იარაღს აწვდიდა მათგან მიღებული ბრილიანტის ქვების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG