Accessibility links

ყირგიზეთში დააკავეს პოლიტიკური ლიდერი, ურმატ ბარკიტობასოვი


ყირგიზეთში დააპატიმრეს პოლიტიკური ლიდერი, ურმატ ბარკიტობასოვი, რომელმაც სცადა მომხრეებთან ერთად ბიშკეკში ჩასულიყო, დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად. ბარკიტობასოვთან ერთად ექვსი ადამიანი დააკავეს. მანამდე ყირგიზმა ჯარისკაცებმა ცრემლმდენი გაზი და გამაბრუებელი ყუმბარები გამოიყენეს საპროტესტო დემონსტრაციაზე მიმავალი ასობით ადამიანის შესაჩერებლად ბიშკეშკიდან 15-მდე კილომეტრში. ყირგიზეთის ტელევიზიაში აჩვენეს ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, კენეშბეკ დუშებაევის გამოსვლა, რომლის დროსაც ითქვა, რომ არმიამ ზომებს მიმართა მიღებული ინფორმაციის გამო, რომ ზოგი დემონსტრანტი შეიარაღებული იყო და შესაძლოა, დროებითი მთავრობის დამხობა ეცადა. ბიშკეკში კი პარლამენტის შენობასთან ჩატარდა დემონსტრაცია, რომელზეც მხარდაჭერა გამოხატეს ურმატ ბარიკტობასოვის მიმართ. ბარიკტობასოვი რეგიონული ლიდერია, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ხუთი წლის წინ ემიგრაციაში წავიდა თავის რეგიონში ძალაუფლების ხელში ჩაგდების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: ბიშკეკში მიმავალი დემონსტრანტებისთვის გზის გახსნა, ბარიკტობასოვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა.
XS
SM
MD
LG