Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთი წლით გააგრძელა ერაყში გაეროს მისიის მანდატი


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთი დღით გააგრძელა ერაყში გაეროს მისიის მანდატი. 15-წევრიანი უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო რეზოლუციას, რომელიც მანდატის 2011 წლის 31 ივლისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უშიშროების საბჭომ ერაყის ლიდერებს მოუწოდა, მალე დაასრულონ მთავრობის შექმნის პროცესი 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერგო ყოფილ პრემიერ-მინისტრ იად ალაუივს ბლოკს, მას ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის ალიანსი მოჰყვება. მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის მოგროვება, ხოლო სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა.
XS
SM
MD
LG