Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის კულტურის მინისტრის მოადგილე ირანელ კინემატოგრაფისტებს "კულტურულ ღალატში" სდებს ბრალს


როგორც იტყობინებიან, ირანის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ჯავად შამყადრიმ განაცხადა, რომ ირანელი კინემატოგრაფისტები, რომლებიც ირანში ცხოვრების შესახებ კრიტიკულ შეკითხვებს სვამენ თავიანთ ფილმებში, დამნაშავე არიან „კულტურულ ღალატში“, რომელიც „ჯაშუშობაზე უარესია“. ირანის საინფორმაციო სააგენტო ისნას მოჰყავს შამყადრის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ირანელი კინემატოგრაფისტი იმითაა დაკავებული, რომ ეძებს ირანის უარყოფით მხარეებს და თავიანთ ფილმებში ააშკარავებს მათ, რათა ჯილდოები მიიღოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
XS
SM
MD
LG