Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერის თქმით, ობამამ არ უნდა შეწყვიტოს ერაყის ოკუპაცია


სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში ერაყის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა გააგრძელოს ერაყის ოკუპაცია, ვინაიდან ერაყიდან ჯარების გაყვანით „ქვეყანა მგლების ხელში დარჩება... და ის დაიღუპება“. აზიზმა, რომელიც სადამ ჰუსეინსა და ბაათისტურ რეჟიმს 30 წლის მანძილზე ეხმარებოდა ქვეყნის მართვაში, ეს განცხადება გააკეთა ბაღდადის ციხეში, სადაც მან პირველად მისცა ჟურნალისტს ინტერვიუ პირისპირ. ტარიკ აზიზი შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება ციხეში კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით. აზიზის თქმით, დღეს ერაყი უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ომამდე. ამ დღეებში ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გეგმის თანახმად, აგვისტოს ბოლოს, დაასრულებს საბრძოლო მისიას ერაყში.
XS
SM
MD
LG