Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 მილიარდ 800 მილიონი - ცხინვალის, 3 მილიარდი - სოხუმის


რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად მომავალ წელს თითქმის 10 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მის პირველ მოადგილესთან, იგორ შუვალოვთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, 6 მილიარდ 800 მილიონი ცხინვალისთვისაა განკუთვნილი, 3 მილიარდი კი - სოხუმისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს ასევე დაავალა, ოს და აფხაზ კოლეგებთან ერთად დაიწყოს მუშაობა ეკონომიკური კანონმდებლობის და საბაჟო პროცედურების სინქრონიზაციის მიზნით.
XS
SM
MD
LG