Accessibility links

logo-print

ლონდონში გაიმართა პაკისტანის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს შეხვდა დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორების მიზნით. შეხვედრის შემდეგ ორივე ლიდერმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა. პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, ინდოეთში ვიზიტისას, კამერონმა განაცხადა, რომ პაკისტანი თვალს ხუჭავს ისლამური ტერორიზმის „ექსპორტზე“.
XS
SM
MD
LG