Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი მილიციის შესახებ კანონში ცვლილების ინიციატივით გამოვიდა


7 აგვისტოს რუსეთში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდება კანონპროექტი მილიციის შესახებ. განხილვა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განკარგულება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. დოკუმენტი გამოქვეყნდება საგანგებო ვებსაიტზე. მედვედევმა აღნიშნა, რომ კანონის ახალ ვერსიაში პირველად იქნება რეგლამენტირებული მილიციის მიერ ძალის გამოყენების ზომები. პარასკევს ამ საკითხზე გამართულ თათბირზე მედვედევი გამოვიდა ინიციატივით, მილიციას კვლავ რევოლუციამდელი სახელი „პოლიცია“ დაერქვას.
XS
SM
MD
LG