Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ მის ბირთვულ იარაღს ტყის ხანძრები არ ემუქრება


რუსეთმა განაცხადა, რომ მის ბირთვულ იარაღს არ ემუქრება ტყის ხანძრები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მძვინვარებს მთელ ქვეყანაში. ბირთვული შეიარაღების წარმომადგენელმა ვადიმ კოვალმა დღეს სააგენტო რია ნოვოსტის უთხრა, რომ იარაღი და საცავები ისეა აგებული, რომ გაუძლოს მეხის დაცემას, მოკლე ჩართვას და ხანძარს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ტყეებსა და ტორფის ჭაობებში ხანძრებს 50 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა და ათასობით უსახლკაროდაა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG