Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კვლავინდებურად მძიმე პრობლემებს უქმნის უჩვეულო სიცხე და ხანძრები


რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილში მოსახლეობას კვლავინდებურად მძიმე პრობლემებს უქმნის ხანძრები, რომლებმაც უკვე 52 ადამიანი შეიწირა. რთულია ვითარება ტრანსპორტის სფეროშიც. ათობით თვითმფრინავს მოსკოვის აეროპორტებში დაშვებაზე უარი უთხრეს სქელი კვამლის გამო, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ხილვადობას. მოსკოვშივე ჰაერის დაბინძურების დონე ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივ მაჩვენებლებს. რუსეთის დედაქალაქის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობის განცხადებით, წლევანდელი ივლისის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50 პროცენტით აღემატება 2009 წლის ივლისისას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის დროებით ხურავს მოსკოვში გერმანიის საელჩოს და გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან. რუსეთში უჩვეულოდ მაღალი, 100 წელიწადზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის სარეკორდო ტემპერატურები იზომება. სიცხემ და ასევე უჩვეულოდ ძლიერმა გვალვამ მძიმე ზარალი მიაყენა სოფლის მეურნეობას. მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით, 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, აიკრძალა რუსეთიდან ხორბლის ექსპორტი.
XS
SM
MD
LG