Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა ქართველთა ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია


პრაღის ცენტრში, ხალხმრავალ პალაცკის მოედანზე, საქართველოს ოცამდე მოქალაქე შეიკრიბა მდუმარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქართველოს სათვისტომოს ინიციატივით მოეწყო. „შესაძლოა, ჩვენი აქციის შესახებ საქართველოში არც არავინ გაიგოს, მაგრამ მოვალეობად ჩავთვალეთ, დავმდგარიყავით აქ და გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სათვისტომოს აქტიურმა წევრმა ვაჟა კიკნაველიძემ. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, დემონსტრანტები ნახევარი საათის განმავლობაში იდგნენ საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით, რომლებზეც ინგლისურ ენაზე ეწერა: "შეწყდეს რუსეთის აგრესია და შეწყდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია".
XS
SM
MD
LG