Accessibility links

logo-print

თურქეთში გაათავისუფლეს შეთქმულებაში ეჭვმიტანილი სამხედროები


თურქეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სამხედრო პირები, რომლებიც ადრე ეჭვმიტანილნი იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. სტამბოლის სასამართლომ გააუქმა დაპატიმრების ორდერი ასზე მეტი სამხედროს მიმართ. 2003 წელს დაგეგმილი შეთქმულება სახელწოდებით „ურო“, გამოძების ვერსიით, მიზნად ისახავდა სტამბოლის მეცეთების აფეთქებას, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას და სამხედროების მიერ თურქეთის მოქმედი ხელისუფლების გადაყენებას. გათავისუფლებულთა შორის 25 მოქმედი გენერალი იმყოფება. სამხედროები უარჰყოფდნენ ბრალდებას და ამტკიცებდნენ, რომ საქმე შეითითხნა ხელისუფლების დერეფნებში არმიის დისკრედიტაციის მიზნით.
XS
SM
MD
LG