Accessibility links

logo-print

დააკავეს ყოფილი დეპუტატი


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 6 აგვისტოს თაღლითობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა პარლამენტის ყოფილი წევრი ნიკა კვეზერელი. ყოფილი დეპუტატის და "კონსერვატიული პარტიის" წევრის, ნიკა კვეზერელის დაკავებასთან დაკავშირებით "კონსერვატიულ პარტიაში" კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს პარტიაში, დეტალებს აზუსტებენ, რის შემდეგაც კომენტარის გაკეთება შეეძლებათ. მას ბრალად ედება 2009 წელს კორეელი ინვესტორისათვის, ჩელ ჰო პატისთვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვა. ნიკა კვეზერელი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრობის დროს ქვედანაყოფ "ომეგას" მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა. ნიკა კვეზერელი სასჯელს იხდიდა 1995 წლის 29 აგვისტოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელების გამო. ის "მხედრიონის" რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს, თუმცა სასამართლომ კვეზერელს ტერაქტის ბრალდება მოგვიანებით მოუხსნა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ერთ-ერთი მოქალაქის გატაცების და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით. ის საპატიმროდან ვადაზე ადრე, შეწყალებით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG