Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი წყალდიდობით დაზარალებულთათვის დახმარებას ითხოვს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუზუფ რაზა გილანიმ საერათშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს 15 მილიონამდე პაკისტანელს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ კატასტროფული წყალდიდობის გამო. სტიქიური უბედურების შედეგად პაკისტანში 1600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ავსტრალიამ მზადყოფნა გამოთქვა, რათა პაკისტანს 9 მილიონ დოლარზე მეტი თანხით დაეხმაროს. ამერიკის შეერთებული შტატები კი ისლამაბადში 35 მილიონი დოლარის დახმარებას გზავნის.
XS
SM
MD
LG