Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტყის ხანძარი ძლიერდება


რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 14 ათასი ჰექტარით გაიზარდა ტყის ხანძრის ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 190 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა. მოსკოვსა და რუსეთის რიგ რაიონებში შაბათს კვლავ ძალიან მაღალი იყო კვამლიანობა. შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები იმ საფრთხის თაობაზე, რაც მათ რუსეშთი გამგზავრების შემთხვევაში ელოდებათ.
XS
SM
MD
LG