Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბები აცხადებენ, რომ დახოცეს ქრისტიანი მისიონერები


თალიბების მოძრაობამ ავღანეთში განაცხადა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 10 წევრი იმის გამო დახოცეს, რომ ისინი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობას ეწეოდნენ და ქრისტიანობის გავრცელების მისიას ასრულებდნენ. დაღუპულთა შორის, რომელთა გვამებიც პარასკევს აღმოაჩინეს, - ექვსი ამერიკელი, ერთი ბრიტანელი და ერთი გერმანელი ქალი და ორი ავღანელი თარჯიმანია. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, დახოცილები არასამთავრობო ქრისტიანული ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც ავღანეთში არა მისიონერული საქმიანობით, არამედ სამედიცინო დახმარებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ქაბულისაკენ მიმავალ გზაზე დახოცეს, როდესაც ნურისტანის პროვინციიდან ორდღიანი მივლინების შემდეგ ბრუნდებოდნენ.
XS
SM
MD
LG