Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი მოკლეს


სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ღაზნიში ქვეყნის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, თავმოკვეთილი გვამი ნაჯიბულა გულისტანისა, რომელიც ორი კვირის წინ გაიტაცეს, მისი საცხოვრებელი სახლის შორიახლოს იპოვეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჰელმანდის პროვინციაში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისინი ნაღმზე აფეთქდნენ. სხვა დეტალები უცნობია. ამ წლის დასაწყისიდან მოყოლებული ავღანეთში საერთაშორისო ძალებმა 420 კაცი დაკარგეს.
XS
SM
MD
LG