Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Hewlett-Packard-ის თავკაცი სასიყვარულო სკანდალს გადაყვა


პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერების უმსხვილესი ამერიკული კონცერნის Hewlett-Packard-ის თავკაცი ყველა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც გაამტყუნეს კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელთან სკანდალური კავშირების გამო. განცხადებაში, რომელიც კომპანიამ პარასკევს გააკეთა, ნათქვამია, რომ გადადგომის მიზეზი გახდა 53 წლის მარკ ჰერდის კავშირი მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელთან. ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ჰერდი გაყალბებული ფინანსური დოკუმენტებით ურიცხავდა უკანონო თანხებს მის საყვარელ ქალს. ჰერდმა გადადგომის კომენტირებისას აღიარა, რომ რიგ შემთხვევაში მისი საქციელი „ეწინააღმდეგებოდა კომპანიის მიერ ჩამოყალიბებულ პატიოსნების, ნდობისა და პატივისცემის პრინციპებს.“
XS
SM
MD
LG