Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიდელ კასტრო ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა პარლამენტში


დღეს კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ ოთხი წლის განმავლობაში პირველად მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პარლამენტის სხდომაში. იგი ესწრებოდა საგაგებო სხდომას, რომელზეც ბირთვული ომის შესაძლებლობა განიხილებოდა. ბოლო წლების განმავლობაში ფიდელ კასტრო ავადმყოფობდა და ქვეყნის მართვა უმცროს ძმას, რაულს გადააბარა. პარლამენტის წევრები 83 წლის ფიდელ კასტროს გამოჩენას ფეხზე ამდგარნი, ოვაციებით შეხვდნენ. ექსპრეზიდენტმა მხოლოდ 10 წუთი ილაპარაკა, მაშინ, როცა ადრე ფიდელ კასტროს სიტყვა საათობით გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG