Accessibility links

logo-print

გორის ცენტრში საქართველოს რუკის ფორმის 5 ათასამდე სანთელი ანთია


აქციაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ნემსაძემ. არსოშვილის განცხადებით, ყველამ უნდა დაინახოს ერთიანი საქართველოს დროშა, სანთლები სწორედ ერთიან საქართველოს გამოხატავს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი . დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე.
XS
SM
MD
LG