Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიაში ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი აშენდება


ანაკლიაში ლიტვის ექსპრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი აშენდება. მშენებლობის დაწყება, სიმბოლურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და თავად ვალდას ადამკუსმა გახსნეს. დავით ბაქრაძემ ლიტვის ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელიც ლიტვამ და უშუალოდ ვალდას ადამკუსმა საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს გამოიჩინეს. "ვალდას ადამკუსმა ბევრი გააკეთა, რათა 2008 წლის აგრესიის დროს ქართული თავისუფლება არ გამქრალიყო, ამიტომ ნამდვილად ღირსია, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილის ტერიტორია მის სახელს ატარებდეს",-აღნიშნა ბაქრაძემ. ადამკუსის თქმით კი, საქართველომ დიდი ხანია, აირჩია თავისი გზა, ეს არსი დამოუკიდებლობის, თავისუფლების გზა“ ანაკლიაში იმყოფება მომღერალი ზურაბ სოტკილავაც, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩავიდა ანაკლიაში და აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში ღებულობს მონაწილეობას. სტუმრებს შორის არის რუსი რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვიც, რომელიც ავტორია ცნობილი ფილმისა "რუსულის გაკვეთილები".
XS
SM
MD
LG