Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ ენაზე გამოიცა რონალდ ასმუსის წიგნი 2008 წლის ომზე


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" რონალდ ასმუსის გახმაურებული წიგნის - "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა . წიგნი ქართულ ენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა. წიგნის ავტორი ბრიუსელში რონალდ ასმუსი ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. წიგნის წინათქმა ეკუთვნის სტროუბ ტალბოტს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტია. წიგნი ქართულად თარგმნა გია ჭუმბურიძემ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ წიგნმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, თუ რასთან ჰქონდა საქართველოს საქმე 2008 წლის აგვისტოში.
XS
SM
MD
LG