Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო


გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა კოლუმბია აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას, სინამდვილეს არ შეესაბამება, - განაცხადა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიმე ბერმუდესმა საქართველსო დელეგაციასთან შეხვედრაზე. საქართველოს პრეზიდენტი და დელეგაცია კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ახლად არჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა ინაუგურაციამდე და მას შემდეგაც შეხვედრები გამართა დომენიკის, ბრაზილიისა და ჰონდურასის პრეზიდენტებთან. საქართველოს მთავრობის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის კოლუმბიაში ჩასვლა იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ ლათინური ამერიკა საქართველოს პარტნიორია. პრეზიდენტის ინაუგურაციას ლათინოამერიკული ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი ევროპული ქვეყნის პირველი პირი იყო, რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებამ ინაუგურაციაზე მიიწვია. როგორც “მედიანიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯერ-ჯერობით უცნობია, პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების დრო.
XS
SM
MD
LG