Accessibility links

დმიტრი მედვედევი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩავიდა


8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩავიდა. მედვედევი პირველად სტუმრობს სოხუმს იმ მომენტიდან, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის პრეზიდენტი სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა. მედვედევი დაჰპირდა ბაღაფშს, რომ „კეთილ ურთიერთობებს“ განავითარებს ორ ქვეყანას შორის, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა საქართველოს სეპარატისტული - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, რომ გააუქმოს ეს აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
XS
SM
MD
LG