Accessibility links

logo-print

კოკოითი ირწმუნება, რომ აღიარებები გაგრძელდება



თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი იმედოვნებს, რომ რესპუბლიკას ლათინური ამერიკის, აფრიკისა და არაბული სამყაროს რიგი ქვეყნები აღიარებენ. ინტერვიუში, რომელიც ინტერფაქსს მისცა, კოკოითის არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნებისაგან ელის აღიარებას. დღეისათვის სამხრეთ ოსეთი რუსეთის გარდა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და პატარა კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ სცნეს. 5 აგვისტოს თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთი საქართველოსთან ომის მეორე წლისთავ აღნიშნავს. ცხინვალის ცენტრში შეგროვებულმა ათასობით ადამიანმა დღეს მონაწილეობა მიიღო „ხსოვნის ცოცხალი სინათლის“ აქციაში, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიეძღვნა.
XS
SM
MD
LG