Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ციხესთან ხსოვნის აქცია გაიმართა


გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. ჯაჭვი გორელებმა და ჩამოსულმა სტუმრება ერთიანობის სიმბოლოდ შექმნეს. ამ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი. ასევე, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი. ცოცხალი ჯაჭვის მსვლელობის დროს გორის ციხიდან გაუშვეს მტრედები. გორში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაურიც, რომელმაც გორის ციხესთან მდებარე ქართველ გმირთა მემორიალთან აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. “ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ გმირების სახელები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ მიზანს მივაღწიოთ _ ქვეყანა ავაღორძინოთ და ტერიტორიები დავაბრუნოთ. იმ ერს რომელსაც ასეთი გმირები ჰყავს, არ აქვს უფლება, რომ ერთი ნაბიჯიც კი გადადგას უკან," - განაცხადა გილაურმა.
XS
SM
MD
LG