Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილმა მიტროპოლიტმა მსოფლიოს თანამეგობრობას მიმართვა გაუგზავნა


სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დევნილთა გზავნილს მოაწერა ხელი, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოსადმი არის მიმართული. გრაგნილის ხელმოწერის შემდეგ, მეუფემ ბრძანა, რომ იგი ამ გრაგნილს ხელს აწერს როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც დაიბადა სოხუმში და მისი ოჯახი სოხუმიდან დევნილია. “ჩვენ გვინდა ყველასთან მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრება, აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან, ბერძნებთან და სხვებთან. ოღონდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ სახლებში, ჩვენ სამშობლოში, აფხაზეთში და სამაჩაბლოში”, - ბრძანა მეუფე ანდრიამ. როგორც ცნობილია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ცივილიზებული მსოფლიოსადმი მიმართვა დაწერეს, რომელშიც ისინი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რომ დაეხმარონ მათ სახლებში დაბრუნებაში.
XS
SM
MD
LG