Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოპოზიციის წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა 2 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ და გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ყველა ადამიანმა ქედი უნდა მოიხაროს დაღუპული მებრძოლებისა და გმირი ოჯახების წინაშე. “უდიდესი ტრაგედიაა, რომ საქართველოს დაეღუპა ამდენი ახალგაზრდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, არამედ ყველა ეროვნების ადამიანს, მათ შორის ოსებსაც”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, „სამშობლოსთვის ბრძოლა, ეს არის ყველაზე წმინდა, ყველაზე ამაღლებული და ყველაზე ღირებული რამ, რაც კი შეიძლება მოკვდავმა ადამიანმა ქვეყანაზე გააკეთოს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG