Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ახალი თავდასხმები მოხდა


ერაყის ქალაქ რამადიში დღეს 8 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა პოლიციის პატრულზე მომხდარი თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შედეგად. დღესვე ქალქ ელ-ფალუჯაში, ერაყის ცენტრალურ ნაწილში, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ხალხმრავალ ადგილზე. ორი კაცი მოკვდა და ოთხი - დაიჭრა. უფრო ადრე დიდი მასშტაბი ტერაქტი მოხდა ბასრაში, ერაყის სამხრეთში. იქ შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა და 185 დაიჭრა. ტერორისტული აფეთქებები ემთხვევა 31 აგვისტოს მოახლოებას, თარიღს, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის ძირითადმა ნაწილებმა უნდა დატოვონ ერაყი. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით 31 აგვისტოს შემდეგ ერაყში მხოლოდ 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.
XS
SM
MD
LG