Accessibility links

logo-print

დღეს თბილისს მიშელ პლატინი ეწვევა


ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თბილისს უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვევა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური ცენტრის "ბასას" მონახულება, საუზმე თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიშელ პლატინი თბილისში უეფა-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სტადიონების ეროვნული ასოციაციის მენეჯერთან ერთად ჩამოვა.

XS
SM
MD
LG